12 აგვისტოს ხობში საეკლესიო-სახალხო დღესასწაული „ცოტნეობა“ აღინიშნება. ზეიმი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო, რომელიც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღავლინა. ლოცვას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბუკია.