18 ივლისს, ქ. ფოთში, ახალ საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე უნივერსიტეტის მისია“ რომელიც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლის დაბადებიდან 60 წლის იუბილეს მიეძღვნა!
კონფერენციას ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირებმი, პროფესორ-მასწავლებლებმი და მეცნიერ -მკვლევარები.
კონფერენციის დასასრულს ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გადახდილ იქნა პარაკლისი, რომელსაც ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, კონფერენციის მონაწილე საპატიო სტუმრები, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეუფე გრიგოლს მიულოცეს საიუბილეო თარიღი და მუნიციპალიტეტის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.