3 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით სტარტი აიღო მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირმა ბილიარდში. სპორტული შეჯიბრი ბილიარდის ორ სახეობაში - ,,პული" და ,,თავისუფალი პირამიდა“ ტარდება და მასში 20 მობილიარდე მონაწილეობს. სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიალს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდა.