▶️გილოცავთ, სკოლის დამთავრებას! სკოლა... ბავშვობის წლები... საუკეთესო წლებია. ცოდნის ამ პატარა ტაძარში იწყება თვალსაწიერის გაფართოება, ახლის შეცნობა... ბოლო ზარი მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მოვლენაა თქვენს ცხოვრებაში, ვინაიდან ემშვიდობებით მშობლიურ სკოლას და გარემოს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თქვენს ინტელექტუალურ მომავალს.
▶️ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, ყოველივე თქვენგანს გისურვებთ წარმატებებს, როგორც საატესტატო ასევე ეროვნულ გამოცდებზე.
▶️ დაგილოცავთ გზას ბედნიერი და ბრწყინვალე სტუდენტური ცხოვრებისკენ... იმედი მაქვს, რომ საკუთარი მიღწევებით ასახელებთ მშობლიურ სკოლას, მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას. მშობლებსა და პედაგოგებს კი, მადლობას ვუხდი გაწეული შრომისათვის.
პატივისცემით,
ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე