დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი კოლეჯ „ფაზისის“ ხობის (ნოჯიხევის) განყოფილებას ეწვია. მინისტრის მოადგილე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასიასთან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან და მერთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად, სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო და კოლეჯის პედაგოგებს და სტუდენტებს შეხვდა. სასწავლებელში სამი გრძელვადიანი და 13 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამა ფუნქციონირებს. სასწავლებელი სრულად არის კეთილმოწყობილი და აღჭურვილი თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. კოლეჯი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და გახდნენ კონკრეტული დარგის პროფესიონალები.