24 მარტს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესის გრიგოლ ბერბიჭაშვილის ეპისკოპოსად კურთხევიდან 25 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ხობში, ნოჯიხევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სამადლობელი ლოცვა აღევლინა. ლოცვას სამღვდელოებასთან და სტუმრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია დაესწრნენ. მეუფე გრიგოლის ეპისკოპოსად კურთხევის საიდუმლო 1996 წელს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღსრულდა.