17 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა სამედიცინო ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლის საერთო, შარდისა და ქოლესტერინის) ჩაატარა, რომლის მიზანი იყო გადამდები და არაგადამდები დაავადებების გამოვლენა. კვლევა ქალაქ ხობის ორი ქუჩის, დადიანისა და გორგასალის ქუჩიდან შერჩეულ 15 ბენეფიციარს ჩაუტარდა.