17 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მხარდაჭერით საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) კოორდინატორი ნუგზარ ჯინჯიხაძე მუნიციპალიტეტის მცირე მეწარმეებს და ბისნესმენებს შეხვდა. კოორდინატორმა მეწარმეებს გააცნო პროექტი, ისაუბრა არსებულ მდგომარეობაზე და გააცნო მისი განვითარების პერსპექტივები, მისი განმარტებით პროექტი 19.5 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში ფინანსდებასამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და ხორციელდება კომპანია CINA-ს მხარდაჭერით.
შეხვედრის მიზანი იყო სოფლად შემოსავლებისა და დასაქმების გაზრდა, აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვა, ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა და მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის რისკ-ფაქტორების შემცირება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მეწარმეებმა მომავალში ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.