„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მოსახლეობის მოთხოვნითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბავშვებზე ზრუნვაა, თორსა-დღვაბისა და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული, ხოლო ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საბავშვო ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს წევრებმა და მერის წარმომადგენლებმა. აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სწავლას კეთილმოწყობილ და მყუდრო გარემოში გააგრძელებენ.