ხობის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის ხობის საკონსულტაციო ცენტრი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, საკუთრების რეგისტრაციასთნ დაკავშირებული საკითხები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, მან ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართელოს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრას, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეიდან მოსახლეობას საშუალება ეძლევა უფასოდ მიიღოს კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალურად დაუცველთა და დევნილთა უფლებები; საბანკო ურთიერთობები; მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია; მემკვიდრეობა; შრომითი დავები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა და სხვა აქტუალური თემები. 2007 წელს შექმნილი სამსახური, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსკულტაციო ცენტრების მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს.