2 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით სპორტული ღონისძიების პროგრამის ფარგლებში კულტურის სახლის ფოიეში სტარტი აიღო მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა შორის პირველობამ მაგიდის ჩოგბურთში, რომელიც 6 ივნისს საზეიმოდ დასრულდება. გამარჯვებული მოთამაშეები სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. შეჯიბრის მიზანია მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.