ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის“ თავმჯდომარე ვარაზ გაბედავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ს თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის თავმჯდომარე შოლინა კანკია ჭალადიდისა და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების მომართვის საფუძველზე ადგილზე გაეცნენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლების შესაკეთებლად ერთჯერად ფულად დახმარებას ითვალისწინებს. 2018 წელს, აღნიშნული პროგრამით 8 ბენეფიციარმა ისარგებლა