4 ოქტომბერს, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა,ღონისძიება ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, ცნობილმა ქართველმა მსახიობმა მურმან ჯინორიამ გამოჩენილი ქართველი პოეტების ლექსები გააცოცხლა.ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოზე იყო აპლოდისმენტები, ბევრი სითბო და ზღვა ემოცია.