სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხელმძღვანელი კომოდორ ბაუდევაინ ბუთი და ეკიპაჟის წევრები ნოჯიხევის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ, სტუმრებმა სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს და კიდევ ერთხელ გაეცნენ ქართულ კულტურას.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი (SNMG2) 1 აპრილს შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც შედის: „Flagship - HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი).
სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს გულთბილი მიღებისთვის და წარმატებები უსურვეს მათ.