ირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მიზანი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდებაა.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის“ გაცემული, ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა დ ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.