ხობის კულტურის სახლში პოეტისა და პროზაიკოსის, ნინო კემულარიას პოეტური კრებულის „დუმილის ხმაური“ პრეზენტაცია გაიმართა. ავტორის მეგობარმა მწერლებმა და მკითხველებმა„დუმილის ხმაურიდან“ ლექსები წაიკითხეს და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნინოს მეგობრები და მისი გულშემატკივრები ესწრებოდნენ. „დუმილის ხმაური“ ნინო კემულარიას, რიგით მეოთხე წიგნია. კრებულში 2013 – 2018 წლებში შექმნილი ლექსებია შესული.