ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, დასახლების უბანში, ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიაზე განხორციელდა გარე განათების მოწყობითი სამუშაოები, რომელიც შპს „ხობი დასუფთავება და განათებამ“ განახორციელა, ობიექტზე გაყვანილ იქნა 350 მ. სადენი, დამონტაჟდა 11 ლამპიონი.
დასრულებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირებთან ერთად დაათვალიერეს და ამასთან შეხვდნენ ყოფილი ტექნიკუმის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს და მათთან ერთად განიხილეს ყველა ის პრობლემური საკითხები, რომელიც მათ წინაშე დგას, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. მოსახლეობის მხრიდან კმაყოფილება იქნა გამოხატული განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით.