ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, სოფელ ნოჯიხევში 500 მეტრ მანძილზე ხორციელდება ამორტიზირებული მილების შეცვლა, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტთა რაოდენობა გაიზრდება და მოსახლეობა სასმელ წყალს ჩვეულ რეჟიმში მიიღებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა.