4-13 მარტს ქ. ფოთში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში ( I ლიგა დასავლეთის ზონა) 8,10,12 წლის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, სადაც გათამაშდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები.
ჩემპიონატში განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია
პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლის ნიკა ბუკიას მიღწევები, მან დაუმარცხებლად 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი.
ტურნირში ასევე ასპარეზობდა ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა ჭანტურია, რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
8 წლიან გოგონათა შორის კი გამოირჩეოდა N2 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ თუთბერიძე.... სამივე კონკურსანტმა საკმაოდ წარმატებით იასპარეზეს და თბილისში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საგზურები მოიპოვეს. ტურნირში გამარჯვებულები შასაბამისი ხარისხის თასებით მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ