7 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა სამუსიკო სკოლის ნორჩ მუსიკოსთა კონცერტი, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსთა მიერ შესრულდა საფორტეპიანო ნაწარმოებები. შესრულებულმა ნომრებმა მაყურებლის მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, პედაგოგები, მშობლები და კლასიკური მუსიკის სხვა მოყვარულები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუსიკო სკოლის პედაგოგებს და ნორჩ მოსწავლეებს სამახსოვრო სიგელები გადასცეს.