დაღესტნის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ნუგზარ წურწუმიამ. ხობელმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, რუსი ვასილი ტოპოევი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ნუგზარ წურწუმიას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას საერთაშორისო ასპარეზზე.