30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, საფრანგეთის ქალაქი მაკონი, ახალგაზრდებს შორის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. მთავარი მწვთნელის ზაზა სილაგაძის გადაწვეტილებით საფრანგეთში ზუსტად ის შემადგენლობა იასპარეზებს რომელმაც ორი თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალურად დაასრულა გამოსვლა, სადაც 6 მედალი და გუნდური პირველი ადგილა დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ხობელი ნუგზარ წურწუმია (50 კგ.) ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, 50 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს, ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოჭიდავე, ევროპის ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია (მწვრთნელ-მასწავლებლები: მ.ყორშია, ს. გვასალია, ბ. ბუკია).