ქ. თბილისში 2-4 ივნისს გაიმართა ჩემპიონთა საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკებს შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანისა და თურქეთის ჩემპიონთა გუნდები. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მოჭიდავეებმა ნუგზარ წურწუმიამ, ჯონი ხეცურიანმა, სოსო შურღაიამ, შოთა იოსავამ და გიორგი სოსელიამ (მწვრთნელ-მასწავლებლები მ. ყორშია, ა. ხუნჯუა). ტურნირი წარმატებული გამოდგა ნუგზარ წურწუმიასთვის, რომელმაც სძლია ირანელ, სომეხ და ქართველ მოჭიდავეებს და ყველა მოგებით 46 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ჩემპიონი გახდა. ამ მოგებით ნ. წურწუმიამ კიდევ უფრო გაიმყარა ადგილი საქართველოს ნაკრებში, რომელთანაც ერთად 15-20 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატზე სლოვაკეთში გაემგზავრება.