ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში სტარტი აიღო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის, ნუგზარ წურწუმიასხსოვნისადმი მიძღვნილმა რესპუბლიკურმა ტურნირმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მემორიალური ტურნირი, რომელშიც საქართველოს ცამეტი მუნიციპალიტეტის 125 ნორჩი მოჭიდავე მონაწილეობს, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და “ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით ტარდება.
ნუგზარ წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი რესპუბლიკური ტურნირის ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია, 4 ივლისს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში გაიმართება.