ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში დასრულდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის, ნუგზარ წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი რიგით მეორე რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში.
მემორიალურ ტურნირში, საქართველოს ცამეტი მუნიციპალიტეტის 150 ნორჩი მოჭიდავე მონაწილეობდა, ტურნირის გამარჯვებულ ნორჩ მოჭიდავეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მამუკა ქარდავა და გივი ლატარია და მერის მოადგილე დავით ბერაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და “ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.