ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ხობის ფოლკლორული ანსამბლ „კოლხეთის“ ხელმძღვანელის, ნუგზარ ზარანდიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ლოტბარი, მომღერალი, პედაგოგი, ხობის საპატიო მოქალაქე ნუგზარ ზარანდია 50 წელია ემსახურება ქართული ხალხური, კონკრეტულად-მეგრული სიმღერის შენარჩუნება-განვითარების, დაცვის, მოვლა-პატრონობისა და პოპულარიზაციის საქმეს.
საღამოზე შესრულდა ცნობილი მეგრული, აფხაზური და სვანური ფოლკლორული სიმღერები.
საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.