2015 წლის 26 მაისს საქართველოს ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში სტარტი აიღო ოლიმპიური ცეცხლის შემოტარებამ საქართველოს 67 მუნიციპალიტეტში.
28 ივნისს 15:00 საათზე ქალაქ ხობში ოლიმპიურ ჩირაღდანს შემოაცილებენ ხობელი ოლიმპიელი სპორტსმენები, მწვრთნელები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ცერემონიალის დასასრულს კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საზეიმო ღონისძიება.
გეპატიჟებით, ყველას ოლიმპიური ჩირაღდნის დასახვედრად.