8 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, სანთლები დაუნთეს გარდაცვლილთა სულებს და გაიხსენეს თითოეული მათგანი. მოსახსენიებელი პანაშვიდი სამების ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კირიონმა (დარასელია) გადაიხადა.