2 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ბიუროს წევრებთან ერთად საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან თათბირი გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, როგორც დისციპლინას, შინაგანაწესსა და გუნდურ მუშაობას ასევე აქტუალური და პრობლემური საკითხების მოგვარებასა და მათი გადაჭრის გზებს, თანამშრომლებს მიეცათ შესაბამისი დავალებები.
თათბირზე ისაუბრეს სამუშაო გრაფიკში არსებულ ცვლილებებზე, როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა სამუშაო საათი 1 სექტემბრიდან 09:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება.