ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ყორათზე ორი ადმინისტრაციული ერთეულის ჭალადიდი-შუა ხორგის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი ხიდის სიგრძე 55 მეტრი, ხოლო სიგანე 10.95 მეტრი იქნება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 677 ათას ლარს შეადგენს და მას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.
სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების წარმოების პერიოდში მოძრაობის გადართვა გათვალისწინებულია სპეციალურად მოწყობილ დროებით გზაზე, დროებითი სახიდე გადასასვლელით.