ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ბაღი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერმა დავით ბუკიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით კუხალეიშვილმა გახსნეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღსაზრდელებს და პედაგოგებს კეთილმოწყობილ გარემოში სწავლის განახლება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ.
საბავშვო ბაღი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსდებით აშენდა და მისმა ღირებულებამ 500 000 ლარი შეადგინა.
პირველ ხორგაში საბავშვო ბაღი ადმინისტრაციული შენობის ამორტიზირებულ ოთახში იყო განთავსებული. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საბავშვო ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი.