ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საკვიკვინიოს უბანში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ჯობავა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია, ფრაქცია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე კახა ლატარია და ფრაქცია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე კობა გოქაძე.
პროექტის შესაბამისად, 2800 მ/ მანძილზე დაიგება ცემენტობეტონის საფარი, აშენდება ხიდბოგირები და მილ-ხიდები, მოეწყობა რკინაბეტონის სანიაღვრე არხები.
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება შეადგენს 1 მილიონ 307 ათას ლარს. სამუშაოებს შპს „პრაიმ ბეტონი“ ახორციელებს.