პირველი მაისის ყოვლაწმიდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველთმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსში საქართველოს პარლამენტის წევრის გოდერძი ბუკიას უშუალო მონაწილეობით, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე კიევ-პეჩორის ლავრიდან ჩამობრძანებულ იქნა სხვადასხვა წმინდანთა წმინდა ნაწილები, რომელთა ნაწილი ამ ტაძარში დარჩება. სიწმინდეების ჩამობრძანებასთან დაკავშირებით საზეიმო ლოცვა აღავლინა ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.