საზოგადოება „ხობელის“ ოფისში, პოეტ ენვერ სალაყაიას წიგნის ,,სიყვარულის საგალობლების“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე ავტორის მეგობრებმა და საზოგადოება „ხობელის“ წევრებმა წაიკითხეს მისი ლექსები და ისაუბრეს პოეტის შემოქმედებაზე.
პოეზიის საღამოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ქაჯაია და საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია დაესწრნენ.