2 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე შ.ს. ხობის რაიონული სამმართველოს პოლიციის განყოფილების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.