ალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა, რომელშიც ქალთა საინფორმაციო ცენტრი გენდერულ საბჭოს კონსულტაციებს გაუწევს. პროექტის „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილია გენდერული საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ედიშერ ჯობავა - საკრებულოს თავმჯდომარე-საბჭოს თავმჯდომარე; დოდო გაბუნია - საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოცილაურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ლელა შამათავა - საკრებულოს აპარატის უფროსი - საბჭოს მდივანი; მახარე ჩოკორაია - მერის მოადგილე - საბჭოს წევრი; გოჩა სიჭინავა - საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები“-ს თავმჯდომარის მოადგილე - საბჭოს წევრი; თამუნა სიჭინავა - მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში - საბჭოს წევრი; გვანცა კიკალიშვილი - საბჭოს წევრი.