31 ოქტომბერს თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის ბიბლიოთეკაში პროექტ „სიბრძნის საგანძურის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და გაეროს ერთობლივი პროგრამით, სოფლის მოსახლეობის ჩართულობითა და ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით დაფინანსდა და განხორციელდა. პროექტის პრეზენტაციას, რომელსაც ბიბლიოთეკის სპეციალისტი გ. კიკალეიშვილი უძღვებოდა, პროექტის ორგანიზატორებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე ე. ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გ. ქაჯაია, გამგებლის მოადგილეები ვ. გაბედავა და მ. ჩოკორაია ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასასრულს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ლექსები, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი ისაუბრეს წიგნისა და ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე.
პროექტ „სიბრძნის საგანძურის“ მიზანია სოფელში არსებული ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია და თანამედროვე წიგნებითა და ტექნიკით აღჭურვა. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 6 634 ლარს, აქედან გაეროს განვითარების პროგრამიდან დაიხარჯა 5 917 ლარი, სოფლის მოსახლეობამ საკუთარი სურვილით გაიღო 212 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტს გამოეყო თანხა 505 ლარის ოდენობით.