ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი ,,ჩვენი ზაფხულის ხობი“, რომელიც აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში ქალაქ ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს საათებში სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები ტარდება. პროგრამაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონის სხვადასხვა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, იმართება პოეზიის საღამოები. ერთ-ერთ საღამოზე ხობელმა ახალგაზრდებმა გამარჯვება მიულოცეს მსოფლიო ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჯონი ხეცურიანს და ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდს.