დღეს პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღში გაიმართა პრეზენტაცია პროექტისა ,,მომავალი თქვენია“,რაც მიზნად ისახავდა ბაღის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას. (პროექტი კოორდინატორი ლელა ალექსანდრია). პროექტი განხორციელდა გაეროს ერთობლივი პროგრამის ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ“-ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის და ასოციაცია ,,ათინათის ‘’ ხელშეწყობით.
პროექტის საერთო ღირებულება შეადგენდა 7778,40 ლარს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წვლილი აღნიშნულ პროექტში იყო 800 ლარი.
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ:
საკრებულოს თავმჯდომარე ---- ედიშერ ჯობავა,
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე--- - დოდო გაბუნია.
საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე - ----ტარიელ ალექსანდრია,
ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე--- - გოჩა სიჭინავა,
არასამთავრობო ორანიზაციის წარმომადგენლები და აღსაზრდელთა მშობლები.