19 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ფოთის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ მოსახლეობასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
პროკურორმა დამსწრე საზოგადოებას ოჯახში ჩადენილ დანაშაულზე, ძალადობის ფორმებზე და დაზარალებულის უფლებებზე მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე, ისაუბრა სამართალდამცველებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, საზოგადოების როლზე ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლისა და გამოვლენის საქმეში.