ქალაქ ხობში ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით შემოღებულ იქნა შემდეგი საგზაო ნიშნები:
ა) ჭყონდიდელის ქუჩა N3-თან სატვირთო მანქანების მოძრაობა 8 ტ ზემოთ აკრძალულია.
ბ) ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შემოსასვლელთან მოძრაობა აკრძალულია ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან.
გ) ბერიას ქუჩაზე მოძრაობის მიმართულების მარცხენა მხარეს (ყოფილი „უნივერმაღის“ მიმდებარედ) დგომა აკრძალულია.
დ) 9 აპრილის ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან ცალმხრივი მოძრაობის ნიშანი .
ე) 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, ცალმხრივი მოძრაობის დასასრული .
ვ) 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის ორივე მხრიდან მთავარი გზის მანიშნებელი საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ .
ზ) 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე 9 აპრილის ქუჩის ორივე მხრიდან საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ .
თ) ბერიას ქუჩაზე სტალინის ქუჩის გადაკვეთასთან ცალმხრივი მოძრაობის ნიშანი .
ი) სტალინისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის მხრიდან მთავარი გზის მანიშნებელი საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ .
კ) სტალინისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, რუსთაველის ქუჩის მხრიდან
საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ .
ლ) თენგიზ ქაჯაიასა და ჭყონდიდელის ქუჩების გადაკვეთაზე, ჭყონდიდელის ქუჩის მხრიდან „დაუთმე გზა“ .
მ) თამარ მეფის სანაპიროზე გორგასლის ქუჩის მხრიდან „სატვირთო მანქანების მოძრაობა აკრძალულია“ .
ნ) ყაზბეგის ქუჩისა და სოხუმის გზატკეცილის გადაკვეთაზე, ყაზბეგის ქუჩიდან ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით „სატვირთო მანქანების მოძრაობა აკრძალულია“ .
ო) კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე, კოსტავას ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი ,,მთავარი გზის მიმართულება’’, აღმაშენებლის მხრიდან - 1 ცალი;
პ) კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე, აღმაშენებლის ქუჩის მხრიდან ფოთის მიმართულებით განთავსდეს საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ .
ჟ) კოსტავასა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, კოსტავას ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ .
რ) კოსტავასა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“.