რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ქ.ხობში ერეკლე მეორის, იონა მეუნარგიას, დავით აღმაშენებლის (I და II ჩიხები), ფიროსმანის, 26 მაისის, ვახტანგ გორგასლის (მეორე ჩიხი), ჭყონდილისა და ჭავჭავაძის დამაკავშირებელ ქუჩებზე და ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს გზის საფარის ასფალტო-ბეტონით მოასფალტება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 320 ათას ლარს, სამუშაოებს ახორცილებს შპს „შარა - გზამშენი პირველი“.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია