9 იანვარს ქალაქ ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ ყოფილი სპორტული სკოლა-ინტერნატის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი მოსახლეობა მოინახულა, შობა ახალი-წელი მიულოცა მათ და საჩუქრად საკუთარი სახსრებით შეძენილი სხვადასხვა სახის 700 ლარამდე ღირებულების მედიკამენტი გადასცა. მაჟორიტარმა დეპუტატმა დევნილებს პირობა მისცა, რომ ეს საქველმოქმედო აქცია მრავალჯერად ხასიათს მიიღებს.