ქალაქ ხობში, N2 სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის შესაბამისად გზის მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და ხიდ-ბოგირები.
გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საკრებულოს ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარიასთან,საკრებულოს ფრაქცია " ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე აკაკი მალანიასთან და მერის წარმომადგენელთან ქალაქ ხობში, კობა თუთბერიძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 176 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.