ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ორგანიზებით საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საჯარო განხილვა ქ. ხობში 4 უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭებისა და სტალინისა და ბერიას ქუჩებისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე. საჯარო განხილვაზე მონაწილეების მხრიდან გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები ქუჩების სახელდებებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი წინადადებები განხილული იქნება კომიისის მიერ და მომზადდება შესაბამისი დასკვნა.