ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ქალთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
დარბაზში შეკრებილი მსმენელის წინაშე ჯგუფი „შარა“ წარსდგა.
ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.