11 მარტს, თბილისის „ოლიმპიურ პარკში“ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში. ეროვნულ პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა და სხვადასხვა წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ. I ადგილი - ქრისტინე ბუკია (41 კილოგრამ წონითი კატეგორია) III ადგილი - საბა გულუა (40 კილოგრამ წონითი კატეგორია) ხობელ სპორტსმენებს თასები, მედლები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები გადაეცათ.