ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, სამუშაო პროცესს დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია გაეცნენ.
პროექტის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 86333 ლარს შეადგენს,
პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორცილედება სადაც ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
ახლო ხანებში ქვალონის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება კეთილმოწყობილ ამბულატორიაში მიიღოს სამედიცინო მომსახურეობა.