ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია, დღეიდან რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს ელოდება...საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახრე ჩოკორაია, ქვემო ქვალონის მაჟორიტარი საკრებულოს წევრი ტარიელ ალექსანდრია და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთდ დაესწრნენ.
აღნიშნულ შენობაში განხორციელდა სრული რეაბილიტაცია, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, იატაკზე დაიგო ლამინირებული პარკეტი, შენობის პირველ სართულზე კიბის უჯრედის იატაკისა და კიბის ბაქნები კერამიკო ხაოიანი ფილებით მოეწყო, ასევე შესრულებულ იქნა სამღებრო სამუშაოები, მოეწყო სველი წერტილები და სათამაშო მოედანი, განხორციელდა ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 150 000 ლარი შეადგინა.
აღნიშნული სამუშაოები ინდმეწარმე დათო ადამიამ განახორციელა.
2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს, საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს.