ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში, ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 248 ერთეული რკინა-ბეტონის ბოძი, ინდივიდუალურად გამრიცხველიანდება 615 აბონენტი და შეიცვლება 26650 მეტრი სიგრძის ელ. სადენი. პროექტი მარტის ბოლომდე დასრულდება.
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხობის მომსახურების ცენტრის მიერ, უკვე გამრიცხველიანებულია 18 ადმინისტრაციული ერთეული.